ჩინეთში ე.წ. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის დედაქალაქ პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა.
როგორც ჩამოსული მგზავრები აცხადებენ, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ. ჩინეთის საზღვარზე კი, მათი შემოწმება რეგულარულად ხდება.
ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე აეროპორტში, სადაც ჩინეთიდან ფრენები ხორციელდება, მგზავრების თერმულ შემოწმებას ახორციელებენ.
ჩინეთში კორონავირუსს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 300-მდე გაიზარდა.