logo_geo
„ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს
- +

21 იანვარი. 2020. 11:48

 

 

 

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი ამირ მოჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მაული ალ-სალბი გახდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემა ამირ აბდულ რაჰმანს „დაეშის“ ერთ-ერთ ლიდერად ასახელებს, რომელიც რადიკალური ორგანიზაციის ყოფილ ლიდერთან, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან დაახლოებული პირია.

 

ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ აშშ-მა გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.

 

„გარდიანი“ წერს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები ჯერ კიდევ 2004 წელს შეხვდნენ ერთმანეთს ერაყში, „კემპ-ბუკას“ ამერიკულ ბანაკში, სადაც ორივე მათგანი დაკავებული იყო.

 

ამირ აბდულ რაჰმანი დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი იდეოლოგიის შექმნაში და არაერთი ოპერაციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას.

 

სადაზვერვო უწყებები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი შესაძლოა, ქალაქ მოსულის მახლობლად იმალებოდეს.

 

ამირ მოჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მაული ალ-სალბი სწორედ მოსულის უნივერსიტეტში სწავლობდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი