logo_geo
ნათია თურნავა: დადებითად შევხვდებით, თუ რუსეთთან ფრენები აღდგება
- +

21 იანვარი. 2020. 12:07

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიესალმება, თუ  რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

 

ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები შეწყვეტილია, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება როგორც სახმელეთო, ასევე არაპირდაპირი ფრენების მეშვეობით.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეწყვეტის მიუხედავად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოს სახმელეთო გზით და არაპირდაპირი ფრენების მეშვეობით

 

მინისტრის განმარტებით, რუსი ტურისტები მიიჩნევენ, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა.

 

ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ  ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და ფრენები აღდგება. წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან სხვა გზებით, სახმელეთო გზით ან არაპირდაპირი ფრენებით. მართალია, მათ გაურთულდათ ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაბი, რის გამოც აკრძალვა მოხდა, ანუ უსაფრთხოების თემები, აღარაა დღის წესრიგში. თვითონ რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე მაქვს მოლოდინი, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე.

 

big_banner
არქივი