logo_geo
თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა
- +

21 იანვარი. 2020. 12:50

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა.

 

რვამეტრიანი, ევრო ექვსის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით რვა მარშრუტზე იმოძრავებს.

 

ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:

 

N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მეოთხე მიკრორაიონი

N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება

N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი

N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი

N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“

N62 – სადგურის მოედანი – ზღვისუბნის დასახლება

N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა

N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი

 

უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი შეემატება.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, სადაც განთავსებულია, როგორც WI-FI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WI-FI -ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, გარდა ამისა, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე USB-დამტენები.

 

გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში სულ 220 ერთეული „ისუზუსა“ და 90 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსები შეისყიდა.

big_banner
არქივი