logo_geo
„ბათუმელი“ ქუჩის ძაღლი, რომელსაც ბავშვები გზაზე გადაჰყავს, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა
- +

21 იანვარი. 2020. 13:45

 

 

 

„ბათუმელი“ ქუჩის ძაღლი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი ამბავი ABC News-მა გააშუქა. გამოცემამ გამოაქვეყნა ვიდეო  სათაურით, „ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში“.

 

ვიდეო, რომელმაც მალევე პოპულარობა მოიპოვა, ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო. როგორც ბექა ამბობს, ძაღლი რამდენიმე წელია მელიქიშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობს. მზიან ამინდში ის ამავე ქუჩაზე, ცენტრალური პარკის წინ მდებარე გადასასვლელზე შეგიძლიათ ნახოთ.

 

 

ბათუმში, მზიან ამინდში, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, აღსაზრდელები პარკში დაჰყავთ. ძაღლი, რომელსაც ზოგი ყურშას ეძახის, ზოგი კუპატას, ზოგი ბიმის და ზოგიც ბროლიას, ბავშვებს გადასასვლელზე ელოდება და ქუჩის მეორე მხარეს აცილებს.

 

ყურშა/ბიმი/კუპატა/ბროლია მეორე ძაღლია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. პირველი ძაღლი გორში ცხოვრობს და ის იმით გახდა პოპულარული, რომ სტადიონზე საფეხბურთო მატჩის დროს შევარდა, როცა ერთმანეთს გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ ხვდებოდნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი