logo_geo
რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მამა-შვილი გარდაიცვალა
- +

21 იანვარი. 2020. 14:59

 

 

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილები მამა-შვილი არიან.

 

წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

 

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240​1-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.

 

 

big_banner
არქივი