რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილები მამა-შვილი არიან.
წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 2401-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.