logo_geo
ირანელი დეპუტატი: ვინც ტრამპს მოკლავს, 3 მილიონი დოლარის ჯილდოს გადავცემთ
- +

21 იანვარი. 2020. 15:31

 

 

ირანელი პარლამენატარი აცხადებს, რომ 3 მილიონ დოლარს გადაუხდის მას „ვინც ტრამპს მოკლავს“.

 

ინფორმაციის ირანულ მედიაზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.

 

ქერმანის პროვინციის სახელით, ჩვენ ვაწესებთ 3 მილიონის ჯილდოს, ნაღდი ფულით მისთვის, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა აჰმად ჰამზეჰმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.

 

ჰამზეჰს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა „ჯილდო“ შეთანხმებული ირანის სასულიერო ლიდერებთან.

 

შეგახსენებთ, რომ ქერმანი, ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქია. სოლეიმანი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

big_banner
არქივი