logo_geo
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერა გაგრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი ელიზაბეთ რუდს შეხვდა
- +

21 იანვარი. 2020. 16:14

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს შეხვდა.

ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით, C  ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერა გაგრძელდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამა გარკვეული ძალების მიერ პოლიტიზირებული გახდა.

 

ვისაუბრეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით. ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ პროგრამის პოლიტიზირება მოხდა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასევე, შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ იქნება მაღალჩინოსნების ჩართულობა. მათივე განცხადებით, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ.

 

big_banner
არქივი