logo_geo
აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიციას უკვე 10 000 ხელმომწერი ჰყავს
- +

21 იანვარი. 2020. 17:11

 

აზარტული თამაშების წინააღმდეგ ინიციატივამ, სამთავრობო პეტიციების პორტალზე, 10 000 ხელმოწერა შეაგროვა. ინიციატივის ავტორი კამპანიის „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი ანა დოლიძეა.

 

მისი განმარტებით, ხელმოწერების საფუძველზე მოდერატორმა, საკითხის განსახილველად პეტიციის განმხილველი კომისიის სხდომა უნდა ჩანიშნოს.

 

უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და მომავალი ეწირება აზარტულ თამაშებს. 10 000 ადამიანის მოთხოვნა უნა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

big_banner
არქივი