logo_geo
ცხინვალსა და სოხუმში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები ჩავლენ
- +

21 იანვარი. 2020. 18:57

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა  სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან  ახალგორში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

 

დავით ზალკალიანმა და ტოივო კლაარმა სოფელ ჩორჩანასთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზეც ისაუბრეს. კლაარის განცხადებით, ახალგორსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვები პუნქტების გახსნა და მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვანია.

 

რასაკვირველია, ყურადღება გავამახვილეთ ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით 2020 წელს.

რამდენიმე კვირაში დავბრუნდები რეგიონში ჩემს ორ კოლეგასთან, გაერო-სა და ეუთო- თანათავმჯდომარეებთან ერთად და აქტიურად ჩავერთვებით მუშაობის პროცესში.

 

ჩვენ ასევე ვგეგმავთ გამგზავრებას ცხინვალში და ვიმედოვნებ სოხუმშიც, რათა განვიხილოთ საკითხის გადაჭრის გზები და შევამსუბუქოთ არსებული სიტუაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის აუცილებლად განვიხილავთ ახალგორთან .. სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს, ვინაიდან ამ პუნქტების გახსნა და მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ადგილობრივი მოსახლეობა აღარ აწყდებოდეს ისეთ პრობლემებს, როგორიც დღეს არსებობს, - განაცხადა ტოივო კლაარმა.

 

 

 

big_banner
არქივი