logo_geo
„16 წლის შვილიშვილი დაეღუპა და ბევრი ინერვიულა“ - რას შეეწირა თენგიზ სიგუა
- +

22 იანვარი. 2020. 12:44

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა საკუთარ სახლში  გარდაიცვალა.

 

როგორც მედიასააგენტო „Gesports.ru“  წერს, თენგის სიგუამ შვილიშვილის დაღუპვა ვერ გადაიტანა, რომელიც ორი წლის წინ, თურქეთში ღვიძლის ოპერაციის გადანერგვისას გარდაიცვალა.

 

ღვიძლი დედამ, თენგიზის ქალიშვილმა გადაუნერგა, თუმცა, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც მაშინ გაჟღერდა ინფორმაცია, საავადმყოფოში გადაყვანამდე ქეთიმ ბაბუას ჰკითხა: „ხომ გადამარჩენთ?“

 

შვილიშვილის სიკვდილის შემდეგ, თენგიზ სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ოჯახის ახლობლების თქმით, იგი ქეთიზე ნერვიულობამ გადაიყოლა. ბოლო პერიოდი საწოლიდან ვერ დგებოდა.

 

 

წყარო: Gesports.ru

 

 

 

 

big_banner
არქივი