logo_geo
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: გვაქვს შიდა სამოქმედო გეგმა, რასაც ხვალ ჯანდაცვის მინისტრთან წარმოვადგენთ
- +

22 იანვარი. 2020. 14:47

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე რეკომენდაციებს გასცემს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩინეთში, უხანში მიფრინავს და აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია.

 

მისივე თქმით, ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩამოყალიბებული აქვს შიდა სამოქმედო გეგმა, რასაც ხვალ, ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე წამოადგენს.

 

„უხანში წამსვლელები მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს. ეს არის რეკომენდაცია მხოლოდ უხანში წამსვლელებისთვის, ეს არის იმ პროვინციის დედაქალაქი, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. ასევე მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველების ბაზრებს და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს და თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, ხოლო მასზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფიქციო საშუალებები. ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა უხანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას. ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენ შიდა სამუშაო გეგმა თუ რა უნდა გააკეთოს დაავადების ეროვნულმა ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. ხვალ, 10 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან, სადაც წარვდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად, იქნება კოორდინირებული მუშაობა” ,– აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში გავრცელებული მომაკვდინებელი ვირუსისგან უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, დაავადებულთა საერთო რაოდენობა ამჯერად, 440 ადამიანს შეადგენს.

 

 

 

big_banner
არქივი