logo_geo
თბილისის მერიამ მოუწესრიგებელ 11 ობიექტზე მშენებლობა შეაჩერა
- +

22 იანვარი. 2020. 17:12

 

დედაქალაქის მერია 11 ობიექტზე მშენებლობებს დროებით აჩერებს. მათ შორის არის თბილისის, კოჯრის და შინდისის ტერიტორიები.

 

როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში 11 არეალი განისაზღვრა, სადაც  სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ობიექტები ქაოტურად არის განლაგებული, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მოსახლეობას პრობლემები ექმნება. მერია მომავალში მშენებლებს ახალ პროექტს შესთავაზებს.

 

მთელი ქალაქის მასშტაბით 11 არეალი განისაზღვრა, სადაც შევაჩერეთ პროექტები, მშენებლობების განხორციელება. ამ 11 არეალში არის კოჯრისა და შინდისის მიმდებარე ტერიტორიები, რომელიც რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ დავიწყეთ ამ ტერიტორიების შესწავლა და გვინდოდა, რომ ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა უკვე დამუშავებული პროექტები, რომ თავიდან აგვეცილებინა ქალაქის ქაოტური განაშენიანება,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი