logo_geo
რატი იონათამიშვილი: მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო პრობლემებთან მარტო არ დატოვებს
- +

22 იანვარი. 2020. 18:17

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომელიც გაფანტული სკლეროზის და აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას გულისხმობს, დადებითად აფასებს.

 

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირთა აბილიტაციის პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და წელს დამატებით, 230 ბავშვი და მოზარდი მიიღებს შესაბამის სერვისს.

 

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერია იწყებს გაფანტული სკლეროზის მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამას. პირველად ხდება, რომ გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ სახელმწიფო კონკრეტულ პროგრამას ქმნის. დარწმუნებული ვარ, როგორც თავის დროზე, აუტიზმის პროგრამის შემთხვვევაში იყო, გაფანტული სკლეროზის მკურნალობაც სახელმძღვანელო პროგრამა გახდება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო დგას მათ გვერდით და არასდროს დატოვებს პრობლემებთან მარტო, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს. ამასთან, მისივე თქმით, ფართოვდება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“.

 

 

 

big_banner
არქივი