logo_geo
თბილისში ხვალიდან კიდევ 40 ახალი ავტობუსი გამოჩნდება
- +

23 იანვარი. 2020. 00:02

 

დედაქალაქის მოსახლეობას ISUZU-ის მარკის ახალი, 40 ერთეული ავტობუსი მოემსახურება. რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება.

 

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, „ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. გარდა ამისა, გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენები.

 

მათივე ინფორმაციით, რვამეტრიანი ავტობუსების გარდა, დაახლოებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაც იგეგმება, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

 

დაწყებულია თბილისის „მეტროპოლიტენის“ მოდერნიზება და არსებული ვაგონების განახლებაც. უახლოეს მომავალში კი, მეტროს 40 ახალი ვაგონის შესასყიდად, ტენდერი გამოცხადდება.

 

 

 

big_banner
არქივი