logo_geo
300-ზე მეტი შშმ სკოლის მოსწავლე, ადაპტირებული ტრანსპორტით იქნება უზრუნველყოფილი
- +

23 იანვარი. 2020. 11:52

 

 

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, თბილისის საჯარო სკოლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და ეტლით მოსარგებლე 300-ზე მეტი მოსწავლე ადაპტირებული ტრანსპორტით იქნება უზრუნველყოფილი.

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ტრანსპორტირებაში ჩართულნი იქნებიან სპეციალურად გადამზადებული გამყოლებიც.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს მიერ ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნებიან ის მოსწავლეებიც, რომელთა სკოლებიც შორსაა დასახლებული ადგილებისგან და რომლებიც სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო დროებით გადაყვანილი არიან სხვადასხვა სკოლებში.

 

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისპროგრამას  თბილისის მასშტაბით  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე, და პირიქით, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება ,- ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იყო 21 სკოლის 1000 მოსწავლე (აქედან 215 შშმ და სსსმ სტატუსის მქონე მოსწავლე).

 

big_banner
არქივი