logo_geo
იტალიის სადეპორტაციო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
- +

23 იანვარი. 2020. 12:40

 

იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო დაწესებულებაში, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით,  სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

 

„შეხვედრისას მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დასადგენად.

 

ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ  დეტალური ინფორმაციის მოწოდება.  თავის მხრივ, იტალიის ელჩმა  აღნიშნა, რომ იტალიელი სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქმე გამოიძიონ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს მუდმივი კავშირი აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი