logo_geo
მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურეს და ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, კლინიკას უნდა მიმართონ
- +

23 იანვარი. 2020. 13:50

 

 

 

იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურეს და გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.

 

დაავადებათა კონტროლისა და სამოქალაქო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ყოველმხრივ მზად არიან, ახალი კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენისას შესაბამისი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს.

 

იგეგმება ასევე სამედიცინო პერსონალისა და ცხელი ხაზის ოპერატორების გადამზადებაც იმ კუთხით, რომ დაავადების სიმპტომებთან ერთად მედპერსონალმა მოგზაურობის ისტორია დეტალურად გამოიკითხონ.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ დღეს საბოლოო ტექსტზე შეჯერდებიან და სამ ენაზე (ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე) დაიბეჭდება ბუკლეტები და ფლაერები, რომლებიც ქვეყანაში შემომსვლელებსა და გამსვლელებს სიმპტომატიკის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

 

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

 

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს.

 

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

 

big_banner
არქივი