logo_geo
ცისანა შარტავა: ილია მეორეს უკეთებენ ინსტრუმენტულ გამოკვლევას, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- +

23 იანვარი. 2020. 14:26

 

ილია მეორეს ბათუმში, კლინიკამედინაშიუკეთებენ ინსტრუმენტულ გამოკვლევას, არაფერი პრობლემა არ ყოფილა, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, –  განაცხადა პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ.

 

როგორც ცისანა შარტავამ აღნიშნა, პატრიარქი ბათუმში დასასვენებლად ბრძანდებოდა.

 

უწმინდესს გეგმური გამოკვლევა უტარდება წელიწადში ერთხელ. თბილისში იყო გამოკვლევების ჩატარება დაგეგმილი, მაგრამ ბათუმში მოინახულეს იქაურმა ექიმებ, უთხრეს, რომ აქვთ კარგი აპარატურა და შეეძლოთ გამოკვლევების ნაწილის ჩატარება. პატრიარქი დათანხმდა და ბათუმში, კლინიკამედინაშიუკეთებენ ინსტრუმენტული გამოკვლევის რაღაც ნაწილს. არაფერი პრობლემა არ ყოფილა, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. ბათუმ-ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ კლინიკაში იგი გეგმური გამოკვლევის მიზნით მივიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

 

big_banner
არქივი