logo_geo
კედლის ფასადზე გაცოცხლებული ხე თბილისის ძველ უბანში
- +

23 იანვარი. 2020. 15:22

 

 

ძველი თბილისის რაიონში, ვერცხლის ქუჩაზე გავლისას თვალს აუცილებლად მოჰკრავთ ერთ-ერთ ძველ სახლს, რომლის კედლის ნაწილი მთლიანად ხის ტოტებითაა დაფარული. როგორც ვერცხლის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ,  სახლი მხატვრებს: გელა ზაუტაშვილს და მის მეუღლეს ქეთევან ფერაძეს ეკუთვნის.

 

რამდენიმე წლის წინ ამ კედელთან ნაძვის ხე იდგა, რომელიც დაიწვა. ქეთიმ კი, ხის რა ნაწილიც გადარჩა, არ მოჭრა და მისი სახლის კედელზე ულამაზესი დეკორაცია გააკეთა, რომელიც  მწვანედ შეღება, - აღნიშნავს ვერცხლის ქუჩის მცხოვრები.

 

ქუჩაზე გავლისას  ფასადი როგორც ტურისტების, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყურადღებას იპყრობს.

 

 

big_banner
არქივი