logo_geo
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლოა, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდოს
- +

23 იანვარი. 2020. 16:09

 

 

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

 

„24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

 

„ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

 

big_banner
არქივი