logo_geo
თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ითხოვს
- +

23 იანვარი. 2020. 17:16

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრისას განაცხდა, რომ საქართელო აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს  წევრი ქვეყანა.

 

ჩავუშოღუმ აღნიშნა, რომ  NATO-ში გაწევრიანებული ქვეყნების რიცხვი უნდა გაიზარდოს.

 

„ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ გვაქვს მეზობლობაზე უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან, თუმცა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იწვევენ საქართველოს, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 

big_banner
არქივი