logo_geo
მაია კახიძე: გოგი თოდაძე ნომერ პირველ პედაგოგად დარჩა მამაკაცებში
- +

24 იანვარი. 2020. 12:48

 

ჟურნალისტი მაია კახიძე მის პედაგოგს, გოგი თოდაძეს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანური თვისებები და ფასეულობები, სწორედ გოგი თოდაძემ ასწავლა...

 

გოგი თოდაძე - ჩემი ყველაზე ძვირფასი და საყვარელი პედაგოგი, რეჟისორი, რომელმაც 5 წლის განმვალობაში ისე გამზარდა, რომ  დღემდე ნომერ პირველ პედაგოგად დარჩა მამაკაცებში.

 

რატომ მიყვარს?

 

იმიტომ, რომ მან მასწავლა პირველ რიგში მსახიობის ოსტატობა, რაც შემდგომ ჩემ პროფესიად იქცა, მაგრამ მთავარი, რაც ვისწავლე, ეს ადამიანობაა, კიდევ მეგობრობის, წიგნიერების, კაი გოგოობის, ღირსების, პასუხიმგებლობის ფასი... პუნქტუალობასაც მან შემაჩვია... რომელი ერთი. სწორად აღზრდა კი დღემდე მომყვა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი“,- წერს მაია კახიძე.

 

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი გოგი თოდაძე 75 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი