logo_geo
თბილისის საუკუნოვანი საათი და ქალაქის მთავარი მესაათე
- +

24 იანვარი. 2020. 13:53

 

თბილისში, საკრებულოს შენობის კოშკურაში,  საათის მიღმა, ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ქალაქის გულს ყოველდღე ქოქავს. 

 

გერმანული წარმომავლობის საათი თბილისის სათათბიროს შენობაში 1884 წელს, ცნობილმა გერმანელმა მესაათემ იულიუს ჰენემ დადგა. მრავალი წლის შემდეგ მთავარი საათის ხელოსნად არაბაკ ანდრეასიანი დანიშნეს, რომელმაც საქმე მემკვიდრეობით საკუთარ ვაჟს გადასცა. 1985 წელს კი, თბილისის გულის მოვლის საპატიო მისია ვასილ აკოფიანს ერგო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, საათის მოვლა მისმა შვილმა, არტურმა გააგრძელა. არტური 21 წელია  ამ პროფესიას ემსახურება. 

 

 

 

მისი დილა საათზე ფიქრით იწყება. ყოველდღე, საკრებულოს შენობის კოშკურაში, ქალაქის გულის დასაქოქად ადის.  ამბობს, რომ მისი საათის გაჩერება ისევე დაუშვებელია, როგორც ადამიანის გულის. ამიტომ, მუდმივად გამართული უნდა იყოს. 

 

„ეს საქმე რომ გადაებარა მამაჩემს, ცოტახანში ვთხოვე, მე წამოვეყვანე აქ. რადგან, მაინტერესებდა, შიგნიდან როგორ იმართებოდა. სანამ არ დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვიცოდი ეს პროფესია,  ამ საქმეს თავს გავართმევდი და დროულად მოვმართავდი საათს, ყოველდღე მეკითხებოდა - „ხო დაქოქე საათი?“ აქ ამოსასვლელი კიბე ძალიან ვიწროა და ბოლო პერიოდში ვეღარ ამოდიოდა, ამიტომ საათს მე ვქოქავდი. 

 

მოვესწარი 90-იან წლებს. ისეთი პერიოდი იყო, საშიშიც კი იყო მოსვლა, თუმცა, მაინც მოვდიოდით, რადგან საათი არ უნდა გაჩერებულიყო“, - გაიხსენა არტურ აკოფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

 

 

 

big_banner
არქივი