logo_geo
არქივში დაცულ კინოკადრებში, სავარაუდოდ, ლადო ასათიანია აღბეჭდილი
- +

24 იანვარი. 2020. 16:54

 

საქართველოს პირველი არხის არქივში, სავარაუდოდ, ლადო ასათიანის კადრი აღმოაჩინეს. არქივი ინახავს პატარა სიუჟეტს კოლხეთის გადასარჩენად გამართულ სახალხო ლაშქრობაზე წასული მწერლების შესახებ, რომელთა შორის სიუჟეტის ავტორი ასახელებს შალვა დადიანს, ლეო ქიაჩელს, დემნა შენგელაიას, სერგო კლდიაშვილს, კარლო კალაძესა და ლადო ასათიანს. სწორედ ამ სიუჟეტზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ კადრებში შესაძლოა, ლადო ასათიანიც ჩანდეს.

 

მოძიებულია ასევე მასალები, რომლებიც კოლხეთის გადასარჩენად გამართულ სახალხო ლაშქრობაზე ლადო ასათიანის გამგზავრებას ადასტურებს. აღმოჩენილია საგაზეთო სტატიები, მათ შორის, შალვა დადიანის ავტორობით.

 

ჯერ დადასტურებულად არ იციან, საარქივო სიუჟეტში კონკრეტულად რომელი მამაკაცია ლადო ასათიანი. არსებობს ორი ვერსია, რომ ლადო ასათიანი არის ადამიანი, რომელიც კადრებში პირველად ჩნდება, ხოლო მეორე ვერსიით – მამაკაცი სიგარეტით ხელში.

 

ამ საკითხზე სპეციალისტები მსჯელობენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი