logo_geo
გიორგი რურუას წინააღმდეგ ქუჩებში პლაკატები გააკრეს
- +

24 იანვარი. 2020. 16:58

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში პლაკატები გააკრეს.

 

როგორც პლაკატებზეა აღნიშნული, 2007 წლის 25 ოქტომბერს გიორგი რურუამ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით კეკუა მოკლა.

 

„გიორგი რურუას მიერ განწირული თაობა“, - დასათაურებულია ქუჩებში გამოკრული პლაკატები.

 

​მათზე ასევე იმ პირების ფოტოებიცაა დატანილი, ვინც მას იცავს. ესენი არიან: მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილი და მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი ნოდარ რუხაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი