logo_geo
საქართველოში 7 მლნ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს
- +

25 იანვარი. 2020. 12:45

 

 

აშშ საქართველოში შვიდი მლნ აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ვაშინგტონში გამართული მორიგი შეხვედრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს.

 

 

განათლების მინისტრის მოადგილის, ირინე აბულაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, 7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. USAID–ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს.

 

 

ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, Fulbright-ის პროგრამის გაფართოება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან.

 

big_banner
არქივი