logo_geo
Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
- +

26 იანვარი. 2020. 18:22

 

Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.

 

მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.

 

ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.

 

თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება საუბრის თარგმნა რეალურ დროში.

 

Pixel Buds-ის შესაძლებლობებს დემონსტრირების დროს, Google-ის თანამშრომლებმა გამართეს დიალოგი ორ ენაზე  - ერთ-ერთი საუბრობდა ინგლისურად, მეორე კი  - შვედურად.

 

ამისთვის მომხმარებელმა შესაბამისი ფუნქცია უნდა გააქტიუროს,  რისთვისაც საკმარისია ხმოვანი ბრძანება „ვისაუბროთ შვედურად“.

 

მოწყობილობას შეუძლია არა მხოლოდ კონკრეტული წინადადების, არამედ მთლიანი საუბრის თარგმნა პარალელურ რეჟიმში, რეალურ დროში - Google Translate-ის მეშვეობით.

 

საუბრის დროს, როდესაც, ყურსასმენის მფლობელი ლაპარაკობს ინგლისურად, ხოლო მეორე მხარე, მაგალითად, შვედურად, ყურსასმენში პირდაპირ ისმის ინგლისურენოვანი თარგმანი.

 

ამ დროისთვის მოწყობილობა თარგმნის 40 ენას.

 

big_banner
არქივი