logo_geo
ამერიკელმა მეხანძრეებმა ბორბალში გაჭედილი ლეკვი გადაარჩინეს
- +

26 იანვარი. 2020. 18:48

 

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მეხანძრეებმა გადაარჩინეს ლეკვი, რომელსაც თავი ბორბალში გაეჭედა. ამის შესახებ CNN - ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 3 თვის ლანამ თამაში დროს მანქანის ბორბალში შეყო თავი და გაიჭედა. მაშველებმა მისი გათავისუფლება ზეთის დახმარებით სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ, ლეკვი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამამშვიდებელი პრეპარატები მისცეს, მეხანძრეებმა კი ბორბალი ხერხით გაჭრეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი