logo_geo
თბილისის საკრებულო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის განთავსების ინიციატივით გამოდის
- +

27 იანვარი. 2020. 11:05

 

 

 

 

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

 

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, გაჟღერდება ინიციატივა თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახელობის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასა და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით.

 

მათივე ცნობით, ღონისძიება გაერო-ს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღის ფარგლებში აღინიშნება და მას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ღონისძიება თბილისის საკრებულოში 12:00 საათზე დაიწყება.

 

big_banner
არქივი