logo_geo
22 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს
- +

27 იანვარი. 2020. 11:27

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 22 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავა.

 

არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, დანაშაულში ბრალდებული კი, მისი მეზობელი.

 

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულისა და დაზარალებულის ახლობლებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციული წესით კიდევ 3 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი