logo_geo
მეუფე იაკობი: ანდრია სარია მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია
- +

27 იანვარი. 2020. 13:47

 

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი ბოდბის დედათა მონასტრიდან გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.

 

მეუფე იაკობის თქმით, ის მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია და თუ საკითხის განხილვა უნდა, შეუძლია საპატრიარქოში მივიდეს და გადაწყვეტილების მიზეზი იკითხოს.

 

„პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მე ადრე მაგაზე დავეხმარე და მახსოვს, ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. ტყუილებს ლაპარაკობს, ისევე, როგორც მეუფე პეტრე. მღვდელმონაზონი ანდრია მცხეთა-თბილისში იყო მოვლენილი, იქ არ რჩებოდა და მაგის გამო შეუძლია შეუჩერონ, ზღაპრებს ნუ ყვება“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

ბოდბელი ეპისკოპოსი სინოდის სხდომის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, ამასთან, დღეს მან ეკლესიიდან მეუფე პეტრეს განკვეთაც დააანონსა.

 

„მე ვფიქრობ, მეუფე პეტრე რომ წესიერად მოქცეულიყო, მაშინ რომ მივიღეთ მამალაძეზე, უნდა გახარებოდა. არასწორი ამბავი ატეხა. სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ?! გნებავთ?! მაგასაც მოესწრებით“, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

 

 

big_banner
არქივი