logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შეასაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე
- +

27 იანვარი. 2020. 13:48

 

 

„დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შეასაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა, აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი განაცხადა.

 

„ამის შესახებ ინფორმაცია მე წავიკითხე პრესიდან, მაგრამ მინდა დავაფიქსირო, რომ დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შესაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე, ვინაიდან ისინი დგანან არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ სახმელეთო და საზღვაო შემოსვლის წერტილებში. ჩვენ, ექიმებს ყველას გვაქვს დადებული ფიცი და ჩვენ ყოველთვის საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის საერთაშორისო ჯანდაცვის მხრიდანაც არ ყოფილა განსაკუთრებული მითითებები იმის შესახებ, რომ აეროპორტებში მკაცრი რეგულაციები დაგვეწესებინა, თუმცა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც დაფიქსირდება რისკის მქონე პაციენტები, შემოწმება განხორციელდება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა, აეროპორტში, კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი განაცხადა.

 

big_banner
არქივი