logo_geo
კორონავირუსზე მგზავრებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ
- +

27 იანვარი. 2020. 14:50

 

 

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ საქართველოს საზღვარზე შემოსული მგზავრების შემოწმება მიმდინარეობს.

 

ბათუმის აეროპოტში და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე  მგზავრების შემოწმება მაღალ ტემპერატურასა და სხვა კლინიკურ ნიშნებზე მიმდინარეობს.

სკრინინგს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს.

 

როგორც შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს, ამ დრომდე მაღალი ტემპერატურა ან ვირუსთან დაკავშირებული სხვა კლინიკური ნიშანი არც ერთ მგზავრს არ დაფიქსირებია.

 

„განსაკუთრებული დაკვირვება ხდება ადამიანებზე, რომლებიც შემოდიან იმ ზონიდან, სადაც არის კერა ინფექციის“, – ამბობს მინდია კახიძე. 

 

მისივე თქმით, ასეთი მგზავრის გამოვლენის შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში. შემოწმება გაგრძელდება მანამ, სანამ ვირუსის გავრცელების საფრთხე იქნება აქტუალური.

 

 

big_banner
არქივი