logo_geo
სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის პროვინციაში ექვს ქალაქზე დაამყარა კონტროლი
- +

27 იანვარი. 2020. 15:08

 

 

სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის პროვინციაში 25 იანვრის შემდეგ ექვს ქალაქზე დაამყარა კონტროლი. ინფორმაციას „როიტერი“, სირიის სამთავრობო მედიაზე და სადამკვირვებლო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„როიტერი“ წერს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციის დახმარებით, სირიის სამთავრობო ძალებმა სტრატეგიულ ქალაქს, მაარათ ალ-ნუმანს ალყა შემოარტყეს. აღნიშნული ქალაქი დამასკო-ალეპოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, ქალაქ იდლიბიდან 33 კილომეტრში მდებარეობს.

 

თურქეთისა და რუსეთის 12 იანვრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, სირიის სამთავრობო ჯარს იდლიბში სამხედრო ოპერაცია უნდა შეეჩერებინა. ანკარა ამბოხებულ ძალებს უჭერს მხარს. იდლიბის პროვინცია სირიელი ამბოხებულების და რადიკალური სამხედრო ჯგუფების ბოლო დასაყრდენია სირიაში.

 

 

big_banner
არქივი