logo_geo
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის-სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მგზავრებს ამოწმებენ
- +

27 იანვარი. 2020. 16:52

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მგზავრებს ამოწმებენ. შემოსულ მგზავრებს, სპეციალური მოწყობილობით ტემპერატურას უზომავენ. შემოწმების შემდეგ, საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრს, საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. მედიკოსები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

 

ჩინეთიდან ბათუმის მიმართულებით, ამ ეტაპზე, რეისები არ სრულდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ამ დროისთვის, მგზავრთა შემოწმებისას, ვირუსის სიმპტომების მატარებელი პირი არ შეუნიშნავთ.

big_banner
არქივი