logo_geo
„მთხოვა, რომ გამეხადა“ – 23 ქართველი ბავშვის შიშველი ფოტოები პორნოსაიტებისთვის
- +

27 იანვარი. 2020. 17:12

 

 

12 წლის გოგონა, რომელსაც წლების განმავლობაში ამერიკელი კარლ უილიამსი ეროტიულ ფოტოებს უღებდა, გადაცემა „პოსტ ფაქტუმთან“ დეტალებს იხსენებს.

 

გამომძიებელს დავუმალე სიმართლე, რომ შიშველი ფოტოები იყო ცოტა. შემეშინდა, რომ დაიწყო გამოძება და შემეშინდა, რომ დედაჩემი ჩემს გამო შარში არ გახვეულიყო. გადაღება 10-ჯერ ან მეტჯერ იქნებოდა. მთხოვა, რომ მე შენთვის ვაკეთებ ამას, რომ ვარსკვლავი გახდეო. ერთხელ ფოტოსესია სხვა არასრულწლოვანთან იყო. ბალიშებით ვჩხუბობდით. მითითებებს მაძლევდა, რა პოზაშიც უნდა დავმდგარიყავი. თავიდან არ მომწონდა, მაგრამ თანდათან მივეჩვიე. ვიდეოებს იღებდა. თავიდან მეგონა, რომ ცუდს ვაკეთებდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ეს პრობლემა იყო“, – ამბობს გოგონა.

 

მშობელთა ნაწილმა დანაშაულის შესახებ ყველაფერი იცოდა. ასევე ირკვევა, რომ დეტალებზე ისინი სოციალურ ქსელში არ საუბრობდნენ, თუმცა საკითხებზე თანხმდებოდნენ. მაგალითად, რა უნდა ჩაიცვას ბავშვმა გადაღებისას. ბევრ სხვა დეტალთან ერთად საქმეშია მიმოწერაც, თუ როგორ ცდილობენ მშობლები ფოტოგრაფის გულის მოგებას. ისინი ხშირად კარლ უილიამსს მარიხუანასაც ჩუქნიდნენ. ფარულ კადრებში ჩანს, რომ ფოტოგრაფი უილიამსი ბავშვებს სრულიად შიშვლებს უღებდა ფოტოებს და ასევე მათ თავადვე მიუთითებდა, რომ გაეხადათ.

 

კარლ უილიამსმა 23 ქართველი ბავშვის 68 ათასზე მეტი ფოტო და 560-ზე მეტი ვიდეო სპეციალურ საიტზე გაყიდა. ეს საიტები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ დაინტერესებული ადამიანები მას კარგად იცნობენ. 

 

ცნობისთვის, გამოძიების შედეგად ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სულ 24 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან ფოტოგრაფები და მშობლები. 

 

 

 

big_banner
არქივი