logo_geo
კახა კალაძე: საჭიროა, კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან წერილებში აშკარად იყო ცალმხრივი შეფასებები
- +

27 იანვარი. 2020. 17:13

 

თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, საჭიროა, კონგრესმენებს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან წერილებში, რომელიც ვნახეთ, იყო არასწორი, ცალმხრივი შეფასებები. 

 

„ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ წერილი, შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზეც, თუმცა, ამ ადამიანებთანაც სამუშაოა, სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება, რადგან წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა - ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

big_banner
არქივი