logo_geo
რას წერდა ქალი სოციალურ ქსელში ქვიშხეთთან მომხდარ ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, სადაც მას ქმარი და 3 შვილი დაეღუპა
- +

27 იანვარი. 2020. 18:56

 

 

 

მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ქვიშხეთთან ავტომანქანით მტკვარში გადავარდა, ტრაგედიამდე  ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა.

 

„ჩემს თამარას, ჩემს „უკრაინკას“ ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო, შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა, ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს“, - წერდა მარიანა.

 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა.

 

 

 

big_banner
არქივი