logo_geo
ანრი ოხანაშვილი: გენპროკურორის შერჩევის პროცესის მიმართ კრიტიკა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებითაა განპირობებული
- +

28 იანვარი. 2020. 14:06

 

„გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის მიმართ კრიტიკა არის ვიწროპარტიული და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ვინც უნდა ყოფილიყო ამ პოსტზე წარდგენილი, კრიტიკა ყველა შემთხვევაში იქნებოდა.

 

„კრიტიკა არის ვიწროპარტიული და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული. ვინც უნდა იყოს წარდგენილი გენერალური პროკურორობის განდიდატად, ვისაც არ უნდა შეეტანა განაცხადი, ყველა შემთხვევაში იქნებოდა კრიტიკა. დავსვათ კითხვა: რას აკრიტიკებენ? დახურულია სხდომები და ვერ ადევნებენ თვალს, როგორ მიმდინარეობს პროცესი? არ არის განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები? ამ კრიტიკას ობიექტური საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კითხვაზე, ირაკლი შოთაძის გარდა, არის თუ არა სხვა რომელიმე კანდიდატი, რომელსაც ის მხარს დაუჭერდა, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ არიან ასეთი ღირსეული კანდიდატები.

 

„ნამდვილად არიან ღირსეული კანდიდატები, რომლებსაც შესაძლებელია საპროკურორო საბჭოს ფარგლებში მე მხარი დავუჭირო. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარსდგებიან საბჭოს წინაშე და ასევე, მათ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი