logo_geo
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა
- +

28 იანვარი. 2020. 14:22

 

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის შედეგად ხარაჩო ჩამოიშალა.

 

როგორც აეროპორტში განმარტავენ, რკინის კონსტრუქცია აეროპორტში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო განთავსებული.

 

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, ხარაჩოზე არავინ იდგა, არც ობიექტი დაზიანებულა.

 

ჩამოშლილი ხარაჩოს ალაგებას ამ ეტაპზე ცდილობენ.

big_banner
არქივი