logo_geo
ჩინეთიდან დაბრუნებული ქალის მდგომარეობას, რომელსაც ვირუსული ინფექცია აქვს, ეპიდემიოლოგები სწავლობენ
- +

28 იანვარი. 2020. 15:52

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ჩინეთში იმოგზაურა და საქართველოში 16 იანვარს დაბრუნდა. მედიკოსებს კი 26 იანვარს მიმართა, მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

ოჯახის ექიმის თქმით, გოგონას აღენიშნება მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რის გამოც მკურნალობას სახლში განაგრძობს. ამ ეტაპზე, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ის შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

 

ოჯახში დღეს ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მას დამატებითი კონსულტაცია გაუწიეს.

 

 

big_banner
არქივი