logo_geo
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა
- +

29 იანვარი. 2020. 11:17

 

 

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას.

 

შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29 მარტამდე.

 

„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი