logo_geo
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი იმართება
- +

29 იანვარი. 2020. 13:41

 

 

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

 

წინასასამართლო სხდომას არ ესწრება ირაკლი ოქრუაშვილი.

 

სასამართლოში იმყოფება ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, რომელმაც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გარეშე ეს არ იქნებოდა. მე მაქვს 2012 წლის ჩვენება მიქაძის, სადაც ოქრუაშვილს პირდაპირ ადებს ხელს. ეს იყო რვა წლის წინ. ჩვენებას ვინ აძლევს, ჯერჯერობით მეც არ ვიცი. სასამართლოში იმიტომ მოვედი, რომ გავიგო, ვინ არიან ეს მოწმეები. არ ვიცი, ხელს ვინ ადებს მას. მე ერთი რამ ვიცი, პატრული ოქრუაშვილმა შექმნა და მის ღირსებას თავიდან ბოლომდე დაიცავდა. რადგანნაცებიბოლშევიკები იყვნენ, ამ ქვეყანაში მკვლელს ვერ იპოვი. არადა 160 ბიჭია მოკლული. თან კლავდნენ, თან აყალბებდნენ. ბაშალეიშვილი, რომელმაც ჩემი შვილი მოკლა, ორი წლის შემდეგ დააკავეს. მკვლელი პოლიციელი პოლიციაში იყო. კაცს, რომელსაც ტაბელური იარაღი ჰქონდა და მის სახელზე იყო გაფორმებული, ორი წელი მოუნდნენ მის დაკავებას. რა თქმა უნდა, ეს ქვემოდან არ იყო. ყველაფერი იმართებოდა ზემოდან“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

 

აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

 

big_banner
არქივი