logo_geo
რა შემთხვევაშია დასაშვები სკოლაში პარალელური კლასების არსებობა – ცვლილება ესგ-ში
- +

29 იანვარი. 2020. 13:41

 

 

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, განსხვავებულად ჩამოყალიბდა ის მუხლი, რომელიც სკოლაში პარალელური კლასების არსებობას ეხება.

 

ცვლილების თანახმად, პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი, მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით, დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოსთან  – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან (შემდგომში – რესურსცენტრი) შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა.

 

ასევე, 2014-2015 სასწავლო წლამდე, საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის, კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით.

 

მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ, ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას.

 

ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით, დაიშვება იმ რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი