logo_geo
ფილმის „ფორსაჟი 9“ პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა
- +

1 თებერვალი. 2020. 11:33

 

ინტერნეტში ფილმის „ფორსაჟი 9“ პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა. YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე გადაღებული ეპიზოდებიც მოხვდა.

 

თბილისში ჰოლივუდური ბლოკბასტერის „ფორსაჟი 9“ გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო. დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდა.

 

„ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. საქართველოში გადაღებები ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“-მ უზრუნველყო. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობდა აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდა.

 

„ფორსაჟი 9“-ის პრემიერა 2020 წლის 22 მაისს იგეგმება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი