logo_geo
ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს
- +

7 თებერვალი. 2020. 12:41

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს. როგორც მან დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა, გამოკვლევის პასუხები დღესვე გახდება ცნობილი.

 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ორ პაციენტს, რომლებიც მანამდე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

 

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ისინი ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელია, რომლებიც ერთ-ერთ რაიონში მუშაობდნენ, რომელსაც არ დავასახელებ. ჩვენი ეპიდემიოლოგები გასულები არიან, იკვლევენ ამ ადამიანებს, აიღებენ სინჯებს და დღეს მათზეც იქნება პასუხი. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქტიურად შუქდება ეს საკითხი“, -განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი