logo_geo
მამუკა მდინარაძე: ირაკლი შოთაძეს ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს და მხარდაჭერას იმსახურებს
- +

7 თებერვალი. 2020. 13:09

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენენ, მმართველი გუნდი აპირებს, რომ მას მხარი დაუჭიროს.

 

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, შოთაძის კანდიდატურაზე უმრავლესობის აზრი უკვე ცნობილია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

 

„ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებსა და რეპუტაციას. შესაბამისად, მას ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

საპროკურორო საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენად გენერალური პროკურორობის კანდიდატს დღეს შეარჩევს. ოთხ კანდიდატს შორის არის ირაკლი შოთაძე.

 

 

big_banner
არქივი