logo_geo
ამირან გამყრელიძე საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ჰიგიენური პირობების დაცვისკენ მოუწოდებს
- +

7 თებერვალი. 2020. 13:20

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე რეკომენდაცია გასცა. მან საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ მათ სივრცეში, ჰიგიენური პირობების დაცვა უზრუნველყონ.

„განსაკუთრებთ მინდა მივმართო სკოლების, ბაგა-ბაღების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რომც არ იყოს კორონავირუსის საშიშროება, გრიპის სეზონია ქვეყანაში. ამისგან თავის დასაცავად კი ყველაზე კარგი საშუალება სწორი ჰიგიენური პირობების დაცვაა, ამიტომ მივეჩვიოთ ამას.

 

როგორც თანდათან გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე გაიზარდა მოთხოვნა, წელს დაახლოებით 3-ჯერ მეტი ადამიანი ავცერით წინა წელთან შედარებით. ამის დამსახურებაცაა, რომ ქვეყანაში წელს გრიპის სეზონი შედარებით მშვიდად მიმდინარეობს.

 

თუ მივეჩვევით პირად ჰიგიენას, დიდი თავშეყრის ადგილებში და ე.წ. ხელის ჰიგიენას, მნიშვნელოვნად შევამცირებთ რესპირატორული დაავადებების გავრცელების რისკს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი